About us
About Gentors

Gentors-ის შესახებ

Gentors არის განვითარების, ნეთვორქინგისა და გლობალური განათლების სივრცე. ჩვენ ვქმნით უნიკალურ ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამებს ახალგზარდებისთვის და მოგზაურობისა და სწავლის უამრავ შესაძლებლობას. ჩვენი მისიაა შევქმნათ ტრანსფორმაციული გამოცდილება ინოვაციური პროექტებით, დაწყებული საერთაშორისო ნეთვორქინგ ტურნეებიდან და STEAM ბანაკებიდან, ოლიმპიადებით, მენტორობის პროგრამებით და სხვა შესაძლებლობებით დასრულებული.

Gentors-ში გვჯერა, რომ განათლება სცდება საკლასო ოთახს. ამიტომ ორიენტირებული ვართ პრაქტიკულ უნარებზე, ნეთვორქინგის გაზრდასა და სტუდენტების ინდივიდუალურ მხარდაჭერაზე. ჩვენი გუნდი აერთიანებს განათლების, მეწარმეობის, საერთაშორისო პარტნიორობისა და პროექტების მართვის სფეროს პროფესიონალებს. ჩვენ ერთად ვქმნით უნიკალურ საერთაშორისო პროგრამებს.

თუ ხარ სტუდენტი, პედაგოგი, მეწარმე - Gentors გაძლევს შესაძლებლობას, გააფართოვო შენი ჰორიზონტი და ფეხი აუწყოთ ინოვაციებს.

Gentors - ცნობისმოყვარეობიდან გამოგონებამდე