Kids working on robotics

რობოტიკის & ავიაციის ბანაკი

შემოგვიერთდი უნიკალურ პროგრამაზე შვეიცარიულ ალპებში! 11–18 მოზარდებისთვის, რობოტიკა, დრონები და ავიაცია, სამკვირიანი დაუვიწყარი თავგადასავალი 2025 წლის ივლისში.

შეისწავლე რობოტიკა საფუძვლიანად, გაატარე ზაფხული შვეიცარიაში და მიიღე საერთაშორისო სერტიფიკატი!

უნიკალური საზაფხულო პროგრამა არის შენთვის, თუ გაინტერესებს რობოტიკა, დრონები და ავიაცია!
ორმაგი გამოცდილება - 2 კვირა საქართველოში + 1 კვირა შვეიცარიაში!

საქართველო და შვეიცარია Swiss Flag
ვრცლად

რობოტიკისა და ავიაციის ბანაკი 2025

გაატარე ზაფხული რობოტების შექმნაში და იმოგზაურე შვეიცარიულ ალპებში! შემოგვიერთდი საერთაშორისო საზაფხულო პროგრამაზე, რომელიც შეიქმნა 11-18 წლის ცნობისმოყვარე და კრეატიული მოზარდებისთვის. პრაქტიკული დავალებებით შეისწავლე რობოტიკა, დრონები, ავიაცია, გამოცადე შვეიცარიული კულტურა და შეიძინე საერთაშორისო გამოცდილება. პროგრამის უპირატესობები

რას შეისწავლი

საქართველო – ისწავლე & შექმენი

  • ელექტრონიკისა და პროგრამირების საფუძვლები
  • სენსორებისა და მოდულების მუშაობის პრინციპებს
  • ჭკვიანი სისტემების შექმნას (მაგ. ჭკვიანი პარკინგი, ტემპერატურის კონტროლი და სხვ.)
  • OTTO ბოტების აწყობასა და პროგრამირებას
  • დრონების მუშაობის პრინციპებსა და გამოყენებას

შვეიცარია – უნიკალური STEM გამოცდილება ინოვაციების სამშობლოში

  • სასწავლო პროგრამას ავიაციისა და აეროდინამიკის შესახებ
  • მონაწილეობას ტექნიკურ სესიებში: როგორ მუშაობს თვითმფრინავი, ძრავები, დიზაინი
  • ინტერაქტიულ სესიებს ფრენის სიმულატორებით
  • გუნდურ STEM პროექტს ფრენის თემაზე
  • ლაშქრობასა და აქტივობებს შვეიცარიულ ბუნებაში

ღირებულება & პირობები

პროგრამის ღირებულებაა 2100 ევრო

სპეციალური პირობები 1900 ევრო პირველი 10 რეგისტრირებული მონაწილისთვის & Tbilisi Digital School / FabLab Iliauni სტუდენტებისთვის

ღირებულება მოიცავს:

ღირებულება არ მოიცავს მხოლოდ ავიაბილეთს

ვის შეუძლია მონაწილეობა?

11-18 წლის მოზარდებს, ვისაც აინტერესებთ ტექნოლოგიები, ინოვაციები და რობოტიკა.

კითხვები გაქვს? დაგვიკავშირდი:
574095778 / 595413453

რეგისტრაცია

ეს უბრალოდ ბანაკი არ არის. ეს არის ადგილი, სადაც იდეებს რეალობად ვაქცევთ.

ვქმნით, ვატარებთ ექსპერიმენტებს, ვმართავთ დრონებს, კოდს ​​ვწერთ, ვაფუჭებთ, ვასწორებთ, ვერთობით და შედეგად უნიკალურ პროდუქტს ვქმნით.

Kids building RC planes Flight training session
Scenic Swiss Alps Award ceremony

ხშირად დასმული კითხვები

სერტიფიკატს მივიღებ?

რა თქმა უნდა, გადმოგეცემა საერთაშორისო სერტიფიკატი!

რა დამჭირდება შვეიცარიაში მოგზაურობისთვის?

სამოგზაურო დოკუმენტები, კომფორტული ტანსაცმელი, წყლის ბოთლი და დაუვიწყარი თავგადასავლისთვის მზაობა! ყველა საჭირო ხელსაწყოს და მასალას ჩვენ დაგახვედრებთ.

ტრანსპორტირებაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ?

ყველანაირი ტექნიკური და ლოჯისტიკური საკითხი ღირებულებაში გათვალისწინებულია, ასე რომ არა, შვეიცარიაში ტრანსპორტირებაზე შეგიძლია არ ინერვიულო!

კვება მართლა დაფინანსებულია?

აბა რა! პროგრამის ღირებულება ყველა საჭირო ხარჯს მოიცავს, შვეიცარიაში ყოფნისას ერთი თეთრიც არ დაგჭირდება! ოთხჯერადი ჯანსაღი კვება გვექნება შვედური მაგიდით: საუზმე, სადილი, ვახშამი და ხემსი.

შვეიცარიაში მოგზაურობისას ჯგუფს ყურადღებას ვინმე მიაქცევს?

24/7-ზე! ჯგუფს შვეიცარიაში მიყვება ორი ორგანიზატორი, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯგუფის უსაფრთხოდ გადაადგილებას და უკან დაბრუნებას. გარდა ამისა, ორი ადგილობრივი ორგანიზატორი იქნება პასუხისმგებელი ჯგუფის უსაფრთხოებასა და პროგრამაში ჩართულობაზე.

რაიმე დამატებითი ხარჯი თუ გვექნება?

ერთადერთი დამატებითი ხარჯი იქნება ავიაბილეთი, რაც მერყეობს 200-600 ევროს ფარგლებში.

რა ენაზე მიმდინარეობს სწავლება?

ქართული ნაწილი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, შვეიცარიაში ჩასვლისთანავე გადავინაცვლებთ ინგლისურ ენაზე.

ვიზა ხომ არ დამჭირდება?

თუ საქართველოს მოქალაქე ხარ, ვიზა ნამდვილად არ გჭირდება.